Tuesday, December 1, 2020
ტრენინგის მეოთხე დღე
მეოთხე ტრენინგი საინტერესო აღმოჩნდა იმ კუთხით, რომ გავეცანით „ციფრული სკოლის“ ბლოგის წარმოების ეტაპებს, რა საკითხებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, მიმოვიხილეთ ჯგუფების ნამუშევრები და მივიღეთ მეგობრებისგან უკუკავშირი. საინტერესო აღმოჩნდა ელექტრონულ ინსტრუმენტზე dgtools.org -ელექტრონული წიგნის შექმნა მუშაობის ელემენტების გაცნობა.
ჯგუფის შეხვედრა - რესურსების განხილვა
COVID-19- ით გამოწვეული პანდემიის გამო დისტანციური სწავლება აქტუალურია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა.
ჩვენმა სკოლამაც შექმნა ინტერნეტ სივრცეში, teams-ში მასწავლებელთა ჯგუფი, სადაც ერთმანეთს პრობლემების დაძლევაში ვეხმარებით,
ვუზიარებთ გამოცდილებას და ვცდილობთ რესურსების კუთხით გავამდიდროთ ჩვენი მუშაობა.
ამისათვის ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს მიერ შექმნილ ელექტრონულ სასწავლო რესურსებს, ვწერთ ვიდეო ინსტრუქციებს თუ როგორ გამოვიყენოთ ესა თუ ის პლატფორმა, როგორ შევქმნათ სასწავლო რესურსები სხვადასხვა პროგრამაში და ა. შ.
ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრა სწორედ ამ თემატიკას მივუძღვენით და სამუშაო ჯგუფის წევრებმა განვიხილეთ რამოდენიმე ელექტრონული რესურსი რომლის შეთავაზებასაც ვგეგმავთ კოლეგებისთვის, რათა ტექნოლოგიების მხრივ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი სამუშაო.
Friday, November 27, 2020
ჯგუფის შეხვედრა N 4
მსოფლიოში, სადაც ტექნოლოგიები უსწრაფესად ვითარდება და სადაც ადამიანები ყოველთვის ეძებენ სწრაფ და ადვილად ხელმისაწვდომ გზას ინფორმაციაზე, საჭიროა მეტად გავამახვილოთ ყურადღება ამ მიმართულებით და ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენება. რადგან გამოკითხვებით დადგინდა, რომ ჩვენი მოსწავლეები კარგად ფლობენ ციფრულ ტექნოლოგიებს, ჯგუფმა დავისახეთ მიზნათ ვიმუშაოთ და დავეხმაროთ მათ ამ ცოდნის მიზნობრივად გამოყენებაში. შეხვედრა სწორედ ამ თემას მიეძღვნა და გამოიკვეთა საინტერესო თემები.
ვფიქრობთ, დასახული მიზნის შემდეგ ჩვენი მოსწავლეები მიზნობრივად გამოიყენებენ სვადასხვა რესურსს, რომლის საშუალებითაც სწავლის პროცესი როგორც მათთვის ასევე მათი მეგობრებისთვისაც იქნება საინტერესო და პროდუქტიული. ასევე მიხვდება თუ რა დადებითი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მიზნობრივად გამოყენებულმა ციფრულმა ტექნოლოგიებმა როგორც მათი ცოდნის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, ასევე სხვებისთვისაც .
Monday, November 16, 2020
ჯგუფის შეხვედრები
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა ამ პროექტმაც ნათლად დაგვანახა. ჩვენი დისტანციური შეხვედრები სწორედ ამას მოწმობს. ჩვენი ვირტუალური მეგობარი teams-ი მუდმივად „გვეხმარება“ ერთმანეთს შეგვახვედროს და დახმარება გაგვიწიოს მუშაობის პროცესში. ასეთი ურთიერთანამშრომლობა, მართლაც სამაგალითო და დასაფასებელია. მართალია ძალიან შრომატევადი სამუშაოა, მაგრამ ვთვლით, რომ იმ ხარვეზის აღმოსაფხვრელად რაც გამოიკვეთა გამოკითხვებში ღირს წვალებად.
Wednesday, November 11, 2020
სელფის მნიშვნელობა და მისი დადებითი მხარე
სელფი (თვითრეფლექსია ეფექტურ სწავლაზე ინოვაციური საგანამანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების გაძლიერებით) არის ინსტრუმენტი, რომელიც სკოლებს ეხმარება ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება განახორციელონ სწავლა-სწავლებასა და მოსწავლეთა შეფასებაში.
ჩვენც, სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის კოორდინატორების დახმარებით თავდაპირველად დავარეგისტრირეთ სკოლა სელფის პლატფორმაზე. სელფის განსახორციელებლად შევარჩიეთ დრო. შევარჩიეთ საფეხური თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას სელფის გამოკითხვაში. სკოლის კოორდინატორმა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და სკოლის ლიდერებს მიაწოდა შესაბამისი ლინკები სელფში ანონიმურად მონაწილეობის მისაღებად. მათ მოუწიათ მოკლე დებულებებსა და კითხვებზე პასუხების გაცემა, რომლის სეფასებაა ახდენდნენ 1-5-მდე სკალაზე. დებულებები მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა, ლიდერობა, ინფრასტრუქტურა, მასწავლებელთა ტრენინგები და მოსწავლეთა ციფრული კომპეტენცია. კითხვები თითოეულ ჯგუფზეა მორგებული და მისი შევსება დიდ დროს არ საჭიროებს.მოსწავლეების კითხვები მათ სასწავლო გამოცდილებას ეხება, მასწავლებლები ტრენინგსა და სწავლის პრაქტიკაზე აკეთებენ რეფლექსიას, ხოლო სკოლის ლიდერები კი დაგეგმვასა და ზოგად სტრატეგიას აღწერენ.
მას შემდეგ რაც მონაწილეებმა კითხვებზე დაასრულეს მუშაობა, სელფი რეპორტი დავაგენერირეთ ჩვენი სკოლისთვის, სადაც ვიზუალურად გაფორმებული და ინტერაქტიური გაერთიანებული შედეგები გამოჩნდა.
სწორედ ეს შედეგები დაგვეხმარა შემდეგი ნაბიჯების დასაგეგმად, კერძოდ გამოვიყენეთ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან დიალოგის დასაწყებად თუ როგორ უწყობს ხელს ტექნოლოგიები სწავლა-სწავლებასა და მოსწავლეთა შეფასებას ჩვენ სკოლაში. ყოველივე ეს კი დაგვეხმარა სამოქმედო გეგმის ფორმულირებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში.
Monday, October 19, 2020
ტრენინგის პირველი დღის- რეფლექსია
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის გუნდი სრული შემადგენლობით დაესრო 17 ოქტომბერს "ციფრულის სკოლის" ფარგლებში დაგეგმილ პირველ შეხვედრას, სადაც ტრენერმა საინტერესოდ წარმოადგინა პროექტის მიზნები და ამოცანები. ასევე გაგვაცნო რამდენიმე ონლაინ პროგრამა: Padlet, Kahoot, Selfie ადგილზე ჯგუფებში ვიმუშავეთ ჩვენ სკოლაში განხორციელებული ინოვაციური პროექტების შესახებ და გავაკეთეთ პრეზენტაციები PADLET_ზე, რომლის შემდეგაც კომენტარების სახით ჯგუფებმა ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი.
საინტერესო აღმოჩნდა სხვადასხვა ესტონური სკოლის ქეისებზე მუშაობა. დაგვევალა დეტალურად გავცნობოდით, მოგვემზადებინა პრეზენტაციები და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ესტონური სკოლების გამოცდილება თუ როგორ, რა გზით გაამრავალფეროვნეს და შექმნეს სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი. რა ტექნოლოგიები, ინსტრუმენტები და მეთოდები გამოიყენეს წარმატების მისაღწევად.
ტრენინგზე განხილულ მეთოდებს გამოვიყენებთ საკუთარი და კოლეგების პროფესიული განვითარებისთვის, რაც თავის თავად სკოლაში სწავლა-წავლების ხარისხს უფრო გაზრდის.
ტრენინგის მე-7 დღე
მორიგი შეხვედრა გაიმართა 25 დეკემბერს. ქალბატონმა მარეხი ჯელაძემ გაგვაცნო “ციფრული სკოლის” ბლოგის წარმოების ეტაპები ასევე ყველა ჯგუფმა წარმ...
-
მოსწავლეებმა სხვადასხვა პროგრამების გამოყენებით შექმნეს საგანმანათლებლო და სასწავლო ელექტრონული რესურსები, რომლის განხილვა-ჩვენებისთვის კვლ...
-
„ ციფრული სკოლის “ პროექტის ფარგლებში მორიგი სატრენინგო შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა იმ კუთხით თუ რა შედეგი გვაჩვენე სელფის გამოკით...
-
მეოთხე ტრენინგი საინტერესო აღმოჩნდა იმ კუთხით, რომ გავეცანით „ციფრული სკოლის“ ბლოგის წარმოების ეტაპებს, რა საკითხებზე უნდა გამახვილდეს ყუ...
