Monday, October 19, 2020

ტრენინგის პირველი დღის- რეფლექსია

    სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის გუნდი სრული შემადგენლობით დაესრო 17 ოქტომბერს "ციფრულის სკოლის" ფარგლებში დაგეგმილ პირველ შეხვედრას, სადაც ტრენერმა   საინტერესოდ წარმოადგინა პროექტის მიზნები და ამოცანები. ასევე გაგვაცნო რამდენიმე ონლაინ პროგრამა: Padlet, Kahoot, Selfie ადგილზე ჯგუფებში ვიმუშავეთ ჩვენ სკოლაში განხორციელებული ინოვაციური პროექტების შესახებ და გავაკეთეთ პრეზენტაციები PADLET_ზე, რომლის შემდეგაც კომენტარების სახით ჯგუფებმა ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი.
    საინტერესო აღმოჩნდა სხვადასხვა ესტონური სკოლის ქეისებზე მუშაობა. დაგვევალა დეტალურად გავცნობოდით, მოგვემზადებინა პრეზენტაციები და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ესტონური სკოლების გამოცდილება თუ როგორ, რა გზით გაამრავალფეროვნეს და შექმნეს სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი. რა ტექნოლოგიები, ინსტრუმენტები და მეთოდები გამოიყენეს წარმატების მისაღწევად. 
    ტრენინგზე განხილულ მეთოდებს გამოვიყენებთ საკუთარი და კოლეგების პროფესიული განვითარებისთვის, რაც თავის თავად სკოლაში სწავლა-წავლების ხარისხს უფრო გაზრდის.


No comments:

Post a Comment

ტრენინგის მე-7 დღე

მორიგი შეხვედრა გაიმართა 25 დეკემბერს. ქალბატონმა მარეხი ჯელაძემ  გაგვაცნო “ციფრული სკოლის” ბლოგის წარმოების ეტაპები ასევე ყველა ჯგუფმა წარმ...