Monday, December 14, 2020

მესამე სატრენინგო შეხვედრა

   ციფრული სკოლისპროექტის ფარგლებში მორიგი სატრენინგო შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა იმ კუთხით თუ რა შედეგი გვაჩვენე სელფის გამოკითხვამ კონკრეტულ სკოლებში. ტრენინგის დასაწყისში ვისაუბრეთ სკოლებში პროგრამა Selfiით  ჩატარებულ კვლევებზე და შევაჯამეთ შედეგები, საინტერესო აღმოჩნდა პრობლემებზე მსჯელობა რომელიც გამოიკვეთა. საინტერესოა ისიც, რომ Selfi-ის კვლევები მომავალ მუშაობაშიც დაგვეხმარება პრობლემის გამოსაკვეთად და რა თქმა უნდა გამოვიყენებთ სხვადასხვა ტიპის კვლევებისათვის.
    შეხვედრაზე ტრენერმა, მარეხი ჯელაძემ  გაგვაცნ კიდევ ერთი პროგრამული პროდუქტიციფრული სარკე“. ციფრული სარკე სკოლის ციფრული განვითარების შეფასების ინსტრუმენტია და მას ახორციელებს სკოლის სამუშაო გუნდი რომელიც სკოლის დირექტორის, ისტ მენეჯერისა და ინოვატორი მასწავლებლებისგან შედგება.
დეტალურად აგვიხსნა ამ პროგრამის მნიშვნელობა და დადებითი მხარეც დაგვანახა. გავიგეთ, რომ პლატფორმაზე მუშაობა ორი მიმართულებით ხდება. ესაა სკოლის რეპორტის გენერირება, რომლითაც სკოლის ციფრული განვითარება ფასდება ინდიკატორების მიხედვით, ხოლო მეორე რეპორტზე დაყრდნობით დამუშავებული ციფრული სტრატეგია, რომელიც ამავე პლატფორმაზე თავსდება.
სკოლის ციფრული განვითარება 15 ინდიკატორით ფასდება, რომელიც 3 სექციადაა დაყოფილი:
·                     პედაგოგიური ინოვაციები
·                     ცვლილების მენეჯმენტი
·                     ციფრული ინფრასტრუქტურა
სკოლის გუნდი თითოეულ ინდიკატორს შემდეგი სკალის მიხედვით აფასებს:
 ) შენაცვლება: შემთხვევითი და მცირე მასშტაბის ინოვაციური პრაქტიკის ეპიზოდები, რომელიც რამდენიმე მასწავლებელს მოიცავს, სკოლის ლიდერების კოორდინაციის გარეშე.
) შევსება: მასწავლებლების ჯგუფი და სკოლის ლიდერების შიდა კოორდინაცია, ერთმანეთისგან სწავლა
) გაღრმავება: პროცესების სისტემური ცვლილება; ინოვაციური ელემენტები ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილია და მთელი სკოლის ჩართვა მიმდინარეობს
) გაფართოვება: ინოვაციური პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი, დადასტურებების შეგროვება და ანალიზი მიმდინარეობს პედაგოგიური კვლევების და სასწავლო ანალიტიკის საფუძველზე
) უფლებამოსილება: ძირითადი პრაქტიკის გადააზრება მტკიცებულებებზე დაყრდნობით; ინოვაციური ლიდერობა სკოლის ფარგლებს გარეთ
 
 ტრენინგზე საცდელ რეჟიმში, ნიმუშად გავიარეთ სატესტო რეპორტი, გავეცანით კითხვებ, შევთანხმდით გვერდის ადმინისტრირებაზე და გავერკვიეთ თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ პედაგოგებთან. პროგრამა საშუალებას გვაძლევს მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს დირექციასა და მასწავლებლებს, შესაბამისად, ორივე მხარეს აქვს საშუალება ფლობდეს ინფორმაციას თუ როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი სკოლაში
 

No comments:

Post a Comment

ტრენინგის მე-7 დღე

მორიგი შეხვედრა გაიმართა 25 დეკემბერს. ქალბატონმა მარეხი ჯელაძემ  გაგვაცნო “ციფრული სკოლის” ბლოგის წარმოების ეტაპები ასევე ყველა ჯგუფმა წარმ...