სკოლის შესახებ სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ სკოლის ბლოგს
2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრიდან ტალინის უნივერსიტეტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და "ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის"პროგრამის ფარგლებში საქართველსო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ამავე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სკოლებიდან ერთ-ერთი ჩვენი, სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაა, სადაც განხორციელდა პროექტი "ციფრული სკოლა საქართველო".
შეირჩა სკოლის გუნდი:
- სკოლის დირექტორი ლელა გრძელიშვილი
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი-ნატალია თურქაძე
- ინგლისური ენის პედაგოგი ირმა ლომიძე
- დაწყებითი კლასების პედაგოგი ირმა კოჭბიანი
- ისტორიის პედაგოგი თეონა კამლაძე
- დაწყებითი კლასების პედაგოგი თეონა გაბუნია
მოგვიანებით გუნდს შეუერთდა მოხალისე მასწავლებლები:
- ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თინათინ ჩიხლაძე
- დაწყებითი კლასების პედაგოგი ნათია ლიკლიკაძე
- დაწყებითი კლასების პედაგოგი ნათია ნადარეიშვილი
ლელა გრძელიშვილი
თეონა კამლაძე |
თეონა გაბუნია |
პროეტის ფარგლებში სკოლაში შექმნილმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო ციფრული კულტურის განვითარებისა და ინოაციური სასწავლო პრაქტიკის დამკვიდრების კუთხით. თავდაპირველად გუნდის მიერ მოხდა საკუთარი ციფრული სკოლის მზაობის შეფასება, განხორციელდა კვლევა, რომლის საფუძველზე დაიგეგმა ციფრული სტრატეგია, რათა მოხდეს ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვა და სკოლაში განათლების ხარისხის გაუმჯობესება.
წარმატებები ამ გუნდს და სკოლას
ReplyDeleteამ პროექტის ფარგლებში მეხუთე- მეექვსე კლასის მოსწავლეებმა შეძლეს სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით შეექმნათ რესურსები , რომლებსაც გამოიყენებენ უმცროსკლასელები. გაგრძელდება რესურს- ბანკის შექმნა მასწავლებლებისათვის, რასაც აქტიურად გამოვიყენებთ როგორც ინლაინ სწავლების დროს, ასევე საკლასო სივრცეში. ეს პროექტი კარგი გამოცდილება არის ციფრული გაბათლების კუთხით. მადლობა პროექტის ორგანიზატორებს და თითოეულ მონაწილეს. მომავალი წარმატებები ჩვენს სკოლას!♥️♥️♥️
ReplyDelete