სელფი (თვითრეფლექსია ეფექტურ სწავლაზე ინოვაციური საგანამანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების გაძლიერებით) არის ინსტრუმენტი, რომელიც სკოლებს ეხმარება ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება განახორციელონ სწავლა-სწავლებასა და მოსწავლეთა შეფასებაში.
ჩვენც, სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის კოორდინატორების დახმარებით თავდაპირველად დავარეგისტრირეთ სკოლა სელფის პლატფორმაზე. სელფის განსახორციელებლად შევარჩიეთ დრო. შევარჩიეთ საფეხური თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას სელფის გამოკითხვაში. სკოლის კოორდინატორმა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და სკოლის ლიდერებს მიაწოდა შესაბამისი ლინკები სელფში ანონიმურად მონაწილეობის მისაღებად. მათ მოუწიათ მოკლე დებულებებსა და კითხვებზე პასუხების გაცემა, რომლის სეფასებაა ახდენდნენ 1-5-მდე სკალაზე. დებულებები მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა, ლიდერობა, ინფრასტრუქტურა, მასწავლებელთა ტრენინგები და მოსწავლეთა ციფრული კომპეტენცია. კითხვები თითოეულ ჯგუფზეა მორგებული და მისი შევსება დიდ დროს არ საჭიროებს.მოსწავლეების კითხვები მათ სასწავლო გამოცდილებას ეხება, მასწავლებლები ტრენინგსა და სწავლის პრაქტიკაზე აკეთებენ რეფლექსიას, ხოლო სკოლის ლიდერები კი დაგეგმვასა და ზოგად სტრატეგიას აღწერენ.
მას შემდეგ რაც მონაწილეებმა კითხვებზე დაასრულეს მუშაობა, სელფი რეპორტი დავაგენერირეთ ჩვენი სკოლისთვის, სადაც ვიზუალურად გაფორმებული და ინტერაქტიური გაერთიანებული შედეგები გამოჩნდა.
სწორედ ეს შედეგები დაგვეხმარა შემდეგი ნაბიჯების დასაგეგმად, კერძოდ გამოვიყენეთ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან დიალოგის დასაწყებად თუ როგორ უწყობს ხელს ტექნოლოგიები სწავლა-სწავლებასა და მოსწავლეთა შეფასებას ჩვენ სკოლაში. ყოველივე ეს კი დაგვეხმარა სამოქმედო გეგმის ფორმულირებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში.
No comments:
Post a Comment