Saturday, December 26, 2020

ტრენინგის მე-7 დღე

მორიგი შეხვედრა გაიმართა 25 დეკემბერს. ქალბატონმა მარეხი ჯელაძემ  გაგვაცნო “ციფრული სკოლის” ბლოგის წარმოების ეტაპები ასევე ყველა ჯგუფმა წარმოადგინა თავიანთი  ნამუშევარი და  გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები. აგრეთვე კოლეგებისგან მივიღეთ უკუკავშირი. ასევე მივიღეთ ინფორმაცია  პოსტერების წარმოების შესახებ. გავეცანით რომელ  ფორმატშია სასურველი მისი დამზადება. ასევე  ვისაუბრეთ "ვიდეო-ფიჩინის" შესახებ.   შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ვუსურვეთ ერთმანეთს ვბედნიერი ახალი წელი და შევთანხმდით მომავალ შეხვედრაზე .

Saturday, December 19, 2020

მოსწავლეთა უფლებები და მესამეკლასელები

 სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები გაეცნენ ბავშვთა უფლებებს და შეეცადნენ თავიანთი ნახატებით გადმოეცათ თავიანთი თვალით დანახული სხვასხვა უფლება.

მათი ნახატების გამოყენებით მე-9 კლასის მოსწავლე რეზო სალდაძემ შექმნა ერთიანი ელექტრონული რესურსი, რომელიც პედაგოგ ია კაშიას მიერ წარედგინა ყველა მესამე კლასელს.




Friday, December 18, 2020

მოსწავლეთა მიერ შექმნილი რესურსების წარდგენა-განხილვა

მოსწავლეებმა  სხვადასხვა პროგრამების გამოყენებით შექმნეს საგანმანათლებლო და სასწავლო ელექტრონული რესურსები, რომლის განხილვა-ჩვენებისთვის კვლავ შეიკრიბა ჯგუფი და ონლაინ რეჟიმში მოხდა ამ რესურსების წარდგენა. 





შექმნეს ელექტრონულ წიგნი


სხვადასხვა ფაზლი ააწყვეს საპრეზენტაციო პროგრამაში და გადასცეს დაწყებითი კლაების პედაგოგებს მოსწავლეებთან გამოსაყენებლად 













Thursday, December 17, 2020

რესურსებზე მუშაობის პროცესი

 

















პროექტი "გაუზიარე წიგნი მეგობარს"

 მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ია კაშიას ინიციატივით განახორციელეს  პროექტი "გაუზიარე წიგნი მეგობარს"

 

ვაჟა (ვაკო) გაბუნია



დიმა ხელაძე


ნათია ბახსოლიანი


თეკლა ხახალეიშვილი


თეკლა არეშიძე


ნინი ბოჭორიშვილი


ნიკა მიქაძე


ქეთი ივანეიშვილი


ნატო გველესიანი


ამირან წერეთელი


თაკო ყუფარაძე



ცოტნე კახიძე




მარიამ ჩიხლაძე








Tuesday, December 15, 2020

ჯგუფის წევრების შეხვედრა მოსწავლეებთან და რესურსების შექმნის ელემენტების გაცნობა

ჯგუფის წევრები 15 დეკემბერს  პლათფორმა  teams-ის მეშვეობით შეხვდნენ დაინტერესებულ მოსწავლეებს და გააცნეს მათ რესურსების შექმნის ხერხები. განიხილეს რამდენიმე მეთოდი: ფაზლის შექმნა, power point-ში ანიმაციის ელემენტები, კომიქსების, ელექტრონული წიგნის შექმნა და სხვა.




























Monday, December 14, 2020

მესამე სატრენინგო შეხვედრა

   ციფრული სკოლისპროექტის ფარგლებში მორიგი სატრენინგო შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა იმ კუთხით თუ რა შედეგი გვაჩვენე სელფის გამოკითხვამ კონკრეტულ სკოლებში. ტრენინგის დასაწყისში ვისაუბრეთ სკოლებში პროგრამა Selfiით  ჩატარებულ კვლევებზე და შევაჯამეთ შედეგები, საინტერესო აღმოჩნდა პრობლემებზე მსჯელობა რომელიც გამოიკვეთა. საინტერესოა ისიც, რომ Selfi-ის კვლევები მომავალ მუშაობაშიც დაგვეხმარება პრობლემის გამოსაკვეთად და რა თქმა უნდა გამოვიყენებთ სხვადასხვა ტიპის კვლევებისათვის.
    შეხვედრაზე ტრენერმა, მარეხი ჯელაძემ  გაგვაცნ კიდევ ერთი პროგრამული პროდუქტიციფრული სარკე“. ციფრული სარკე სკოლის ციფრული განვითარების შეფასების ინსტრუმენტია და მას ახორციელებს სკოლის სამუშაო გუნდი რომელიც სკოლის დირექტორის, ისტ მენეჯერისა და ინოვატორი მასწავლებლებისგან შედგება.
დეტალურად აგვიხსნა ამ პროგრამის მნიშვნელობა და დადებითი მხარეც დაგვანახა. გავიგეთ, რომ პლატფორმაზე მუშაობა ორი მიმართულებით ხდება. ესაა სკოლის რეპორტის გენერირება, რომლითაც სკოლის ციფრული განვითარება ფასდება ინდიკატორების მიხედვით, ხოლო მეორე რეპორტზე დაყრდნობით დამუშავებული ციფრული სტრატეგია, რომელიც ამავე პლატფორმაზე თავსდება.
სკოლის ციფრული განვითარება 15 ინდიკატორით ფასდება, რომელიც 3 სექციადაა დაყოფილი:
·                     პედაგოგიური ინოვაციები
·                     ცვლილების მენეჯმენტი
·                     ციფრული ინფრასტრუქტურა
სკოლის გუნდი თითოეულ ინდიკატორს შემდეგი სკალის მიხედვით აფასებს:
 ) შენაცვლება: შემთხვევითი და მცირე მასშტაბის ინოვაციური პრაქტიკის ეპიზოდები, რომელიც რამდენიმე მასწავლებელს მოიცავს, სკოლის ლიდერების კოორდინაციის გარეშე.
) შევსება: მასწავლებლების ჯგუფი და სკოლის ლიდერების შიდა კოორდინაცია, ერთმანეთისგან სწავლა
) გაღრმავება: პროცესების სისტემური ცვლილება; ინოვაციური ელემენტები ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილია და მთელი სკოლის ჩართვა მიმდინარეობს
) გაფართოვება: ინოვაციური პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი, დადასტურებების შეგროვება და ანალიზი მიმდინარეობს პედაგოგიური კვლევების და სასწავლო ანალიტიკის საფუძველზე
) უფლებამოსილება: ძირითადი პრაქტიკის გადააზრება მტკიცებულებებზე დაყრდნობით; ინოვაციური ლიდერობა სკოლის ფარგლებს გარეთ
 
 ტრენინგზე საცდელ რეჟიმში, ნიმუშად გავიარეთ სატესტო რეპორტი, გავეცანით კითხვებ, შევთანხმდით გვერდის ადმინისტრირებაზე და გავერკვიეთ თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ პედაგოგებთან. პროგრამა საშუალებას გვაძლევს მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს დირექციასა და მასწავლებლებს, შესაბამისად, ორივე მხარეს აქვს საშუალება ფლობდეს ინფორმაციას თუ როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი სკოლაში
 

ტრენინგის მე-7 დღე

მორიგი შეხვედრა გაიმართა 25 დეკემბერს. ქალბატონმა მარეხი ჯელაძემ  გაგვაცნო “ციფრული სკოლის” ბლოგის წარმოების ეტაპები ასევე ყველა ჯგუფმა წარმ...