Friday, November 27, 2020

ჯგუფის შეხვედრა N 4

    მსოფლიოში, სადაც ტექნოლოგიები უსწრაფესად ვითარდება და სადაც ადამიანები ყოველთვის ეძებენ სწრაფ და ადვილად ხელმისაწვდომ  გზას ინფორმაციაზე,  საჭიროა მეტად გავამახვილოთ ყურადღება ამ მიმართულებით და ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენება. რადგან გამოკითხვებით დადგინდა, რომ ჩვენი მოსწავლეები კარგად ფლობენ ციფრულ ტექნოლოგიებს, ჯგუფმა დავისახეთ მიზნათ ვიმუშაოთ და დავეხმაროთ მათ ამ ცოდნის მიზნობრივად გამოყენებაში. შეხვედრა სწორედ ამ თემას მიეძღვნა და გამოიკვეთა საინტერესო თემები. 
    ვფიქრობთ, დასახული მიზნის შემდეგ ჩვენი მოსწავლეები მიზნობრივად გამოიყენებენ სვადასხვა რესურსს, რომლის საშუალებითაც სწავლის პროცესი როგორც მათთვის ასევე მათი მეგობრებისთვისაც იქნება საინტერესო და პროდუქტიული. ასევე იხვდება თუ რა  დადებითი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მიზნობრივად გამოყენებულმა ციფრულმა ტექნოლოგიებმა როგორც მათი ცოდნის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, ასევე სხვებისთვისაც .






Monday, November 16, 2020

ჯგუფის შეხვედრები

    ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა ამ პროექტმაც ნათლად დაგვანახა. ჩვენი დისტანციური შეხვედრები სწორედ ამას მოწმობს. ჩვენი ვირტუალური მეგობარი teams-ი მუდმივად „გვეხმარება“ ერთმანეთს შეგვახვედროს და დახმარება გაგვიწიოს მუშაობის პროცესში. ასეთი ურთიერთანამშრომლობა, მართლაც სამაგალითო და დასაფასებელია. მართალია ძალიან შრომატევადი სამუშაოა, მაგრამ ვთვლით, რომ იმ ხარვეზის აღმოსაფხვრელად რაც გამოიკვეთა გამოკითხვებში ღირს წვალებად.







Wednesday, November 11, 2020

სელფის მნიშვნელობა და მისი დადებითი მხარე

    სელფი (თვითრეფლექსია ეფექტურ სწავლაზე ინოვაციური საგანამანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების გაძლიერებით) არის ინსტრუმენტი, რომელიც სკოლებს ეხმარება ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება განახორციელონ სწავლა-სწავლებასა და მოსწავლეთა შეფასებაში.

    ჩვენც, სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის კოორდინატორების დახმარებით თავდაპირველად დავარეგისტრირეთ სკოლა სელფის პლატფორმაზე. სელფის განსახორციელებლად შევარჩიეთ დრო. შევარჩიეთ საფეხური თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას სელფის გამოკითხვაში. სკოლის კოორდინატორმა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და სკოლის ლიდერებს მიაწოდა შესაბამისი ლინკები სელფში ანონიმურად მონაწილეობის მისაღებად. მათ მოუწიათ მოკლე დებულებებსა და კითხვებზე პასუხების გაცემა, რომლის სეფასებაა ახდენდნენ  1-5-მდე სკალაზე. დებულებები მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა, ლიდერობა, ინფრასტრუქტურა, მასწავლებელთა ტრენინგები და მოსწავლეთა ციფრული კომპეტენცია. კითხვები თითოეულ ჯგუფზეა მორგებული და მისი შევსება დიდ დროს არ საჭიროებს. 

    მოსწავლეების კითხვები მათ სასწავლო გამოცდილებას ეხება, მასწავლებლები ტრენინგსა და სწავლის პრაქტიკაზე აკეთებენ რეფლექსიას, ხოლო სკოლის ლიდერები კი დაგეგმვასა და ზოგად სტრატეგიას აღწერენ.

    მას შემდეგ რაც მონაწილეებმა კითხვებზე დაასრულეს მუშაობა, სელფი რეპორტი დავაგენერირეთ ჩვენი სკოლისთვის, სადაც ვიზუალურად გაფორმებული და ინტერაქტიური გაერთიანებული შედეგები გამოჩნდა.

    სწორედ ეს შედეგები დაგვეხმარა შემდეგი ნაბიჯების დასაგეგმად, კერძოდ გამოვიყენეთ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან დიალოგის დასაწყებად თუ როგორ უწყობს ხელს ტექნოლოგიები სწავლა-სწავლებასა და მოსწავლეთა შეფასებას ჩვენ სკოლაში. ყოველივე ეს კი დაგვეხმარა სამოქმედო გეგმის ფორმულირებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში.

ტრენინგის მე-7 დღე

მორიგი შეხვედრა გაიმართა 25 დეკემბერს. ქალბატონმა მარეხი ჯელაძემ  გაგვაცნო “ციფრული სკოლის” ბლოგის წარმოების ეტაპები ასევე ყველა ჯგუფმა წარმ...