მორიგი შეხვედრა გაიმართა 25 დეკემბერს. ქალბატონმა მარეხი ჯელაძემ გაგვაცნო “ციფრული სკოლის” ბლოგის წარმოების ეტაპები ასევე ყველა ჯგუფმა წარმოადგინა თავიანთი ნამუშევარი და გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები. აგრეთვე კოლეგებისგან მივიღეთ უკუკავშირი. ასევე მივიღეთ ინფორმაცია პოსტერების წარმოების შესახებ. გავეცანით რომელ ფორმატშია სასურველი მისი დამზადება. ასევე ვისაუბრეთ "ვიდეო-ფიჩინის" შესახებ. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ვუსურვეთ ერთმანეთს ვბედნიერი ახალი წელი და შევთანხმდით მომავალ შეხვედრაზე .
ციფრული სკოლა- ქუთაისის 36 საჯარო სკოლა
Saturday, December 26, 2020
Saturday, December 19, 2020
მოსწავლეთა უფლებები და მესამეკლასელები
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები გაეცნენ ბავშვთა უფლებებს და შეეცადნენ თავიანთი ნახატებით გადმოეცათ თავიანთი თვალით დანახული სხვასხვა უფლება.
მათი ნახატების გამოყენებით მე-9 კლასის მოსწავლე რეზო სალდაძემ შექმნა ერთიანი ელექტრონული რესურსი, რომელიც პედაგოგ ია კაშიას მიერ წარედგინა ყველა მესამე კლასელს.
Friday, December 18, 2020
მოსწავლეთა მიერ შექმნილი რესურსების წარდგენა-განხილვა
მოსწავლეებმა სხვადასხვა პროგრამების გამოყენებით შექმნეს საგანმანათლებლო და სასწავლო ელექტრონული რესურსები, რომლის განხილვა-ჩვენებისთვის კვლავ შეიკრიბა ჯგუფი და ონლაინ რეჟიმში მოხდა ამ რესურსების წარდგენა.
Thursday, December 17, 2020
პროექტი "გაუზიარე წიგნი მეგობარს"
მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ია კაშიას ინიციატივით განახორციელეს პროექტი "გაუზიარე წიგნი მეგობარს"
ვაჟა (ვაკო) გაბუნია
Tuesday, December 15, 2020
ჯგუფის წევრების შეხვედრა მოსწავლეებთან და რესურსების შექმნის ელემენტების გაცნობა
ჯგუფის წევრები 15 დეკემბერს პლათფორმა teams-ის მეშვეობით შეხვდნენ დაინტერესებულ მოსწავლეებს და გააცნეს მათ რესურსების შექმნის ხერხები. განიხილეს რამდენიმე მეთოდი: ფაზლის შექმნა, power point-ში ანიმაციის ელემენტები, კომიქსების, ელექტრონული წიგნის შექმნა და სხვა.
Monday, December 14, 2020
მესამე სატრენინგო შეხვედრა
შეხვედრაზე ტრენერმა, მარეხი ჯელაძემ გაგვაცნო კიდევ ერთი პროგრამული პროდუქტი „ციფრული სარკე“. ციფრული სარკე სკოლის ციფრული განვითარების შეფასების ინსტრუმენტია და მას ახორციელებს სკოლის სამუშაო გუნდი რომელიც სკოლის დირექტორის, ისტ მენეჯერისა და ინოვატორი მასწავლებლებისგან შედგება.
დეტალურად აგვიხსნა ამ პროგრამის მნიშვნელობა და დადებითი მხარეც დაგვანახა. გავიგეთ, რომ პლატფორმაზე მუშაობა ორი მიმართულებით ხდება. ესაა სკოლის რეპორტის გენერირება, რომლითაც სკოლის ციფრული განვითარება ფასდება ინდიკატორების მიხედვით, ხოლო მეორეა რეპორტზე დაყრდნობით დამუშავებული ციფრული სტრატეგია, რომელიც ამავე პლატფორმაზე თავსდება.
სკოლის ციფრული განვითარება 15 ინდიკატორით ფასდება, რომელიც 3 სექციადაა დაყოფილი:
· პედაგოგიური ინოვაციები
· ცვლილების მენეჯმენტი
· ციფრული ინფრასტრუქტურა
სკოლის გუნდი თითოეულ ინდიკატორს შემდეგი სკალის მიხედვით აფასებს:
გ) გაღრმავება: პროცესების სისტემური ცვლილება; ინოვაციური ელემენტები ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილია და მთელი სკოლის ჩართვა მიმდინარეობს
ე) უფლებამოსილება: ძირითადი პრაქტიკის გადააზრება მტკიცებულებებზე დაყრდნობით; ინოვაციური ლიდერობა სკოლის ფარგლებს გარეთ
ტრენინგზე საცდელ რეჟიმში, ნიმუშად გავიარეთ სატესტო რეპორტი, გავეცანით კითხვებს, შევთანხმდით გვერდის ადმინისტრირებაზე და გავერკვიეთ თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ პედაგოგებთან. პროგრამა საშუალებას გვაძლევს მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს დირექციასა და მასწავლებლებს, შესაბამისად, ორივე მხარეს აქვს საშუალება ფლობდეს ინფორმაციას თუ როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი სკოლაში.
ტრენინგის მე-7 დღე
მორიგი შეხვედრა გაიმართა 25 დეკემბერს. ქალბატონმა მარეხი ჯელაძემ გაგვაცნო “ციფრული სკოლის” ბლოგის წარმოების ეტაპები ასევე ყველა ჯგუფმა წარმ...
-
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები გაეცნენ ბავშვთა უფლებებს და შეეცადნენ თავიანთი ნახატებით გადმოეცათ თავიანთი ...
-
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის გუნდი სრული შემადგენლობით დაესრო 17 ოქტომბერს "ციფრულის სკოლის" ფარგლებში დაგეგმილ პირვ...
-
მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ია კაშიას ინიციატივით განახორციელეს პროექტი "გაუზიარე წიგნი მეგობარს" ვაჟა (ვაკო) გაბუნ...